სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში, სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ავიაკომპანია SCAT-ის თვითმფრინავმა, რომელიც კოკშეტუ-ალმა-ატის რეისს ასრულებდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავარია განიცადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანი დაღუპულია.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ყაზახეთში ეს თვითმფრინავის უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. 25 დეკემბერს, ცუდი ამინდის გამო, ავარია მოხდა ქალაქ შიმკენტში, რომელსაც ბორტზე მყოფი 27 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100