11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანებისა და თანამშრომლებისაგან მხარდაჭერას მიიღებთ. შესაფერისი დროა სამომავლო გეგმების დასასახად.
კურო – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დღის ბოლოს ბავშვებთან მოგიწევთ ურთიერთობა.
ტყუპები – შექმნილი გარემოებები პროფესიულ წინსვლაში ხელს შეგიწყობენ. ცუდი დღეა ექსპერიმენტებისა და თავგადასავლებისათვის.
კირჩხიბი – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იმოქმედეთ გეგმის მიხედვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ყველა საქის სრულყოფილად შესრულებას.
ლომი – დღეს მეგობრებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ და სასარგებლო რჩევების მიცემას ნუ დაიზარებთ.
ქალწული – დღე პესიმისტური განწყობით დაიწყება. იფიქრებთ, რომ დასახული მიზნების მიღწევაში მთელი სამყარო გიშლით ხელს. ხასიათს მეორე ნახევარი გამოგიკეთებთ.
სასწორი – დღევანდელ დღეს ყველა იმედი გაგიმართლდებათ. შესაბამისად, განწყობაც პოზიტიური გექნებათ. იქნებით მეტად დამთმობი და ალერსიანი გარშემომყოფების მიმართ.
მორიელი – დღის პირველ ნახევარში გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შეგხვდებათ. თუმცა, ნუ აღელდებით, მოიკრიბეთ ძალები, აიყვანეთ თავი ხელში და პრობლემის მოგვარებას ადვილად შეძლებთ.
მშვილდოსანი – დიდი ალბათობაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. ცუდი დღეა მგზავრობისა და შორ მანძილზე გადაადგილებისათვის. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თხის რქა – დაძაბული დღე გელოდებათ. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტი. გარშემომყოფებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტი ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მერწყული – დღეს წინასწარ დასახული გეგმიდან გადაუხვევთ. ამას კი მოულოდნელად შექმნილი გარემოება გამოიწვევს. დღეს თქვენს საქმიანობას, ძირითადად მატერიალური ანაზღაურება განაპირობებს.
თევზები – ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ნუ იჩქარებთ, გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო რისკი და საფრთხე.
კომენტარი