ახალი მილიონერი საქართველოში!
,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა
ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი
მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად ,,ლოტო 6/42’’-ის
გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე
იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და
ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის
მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი
,,ლოტო 6/42’’-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.
ჯეკპოტის
კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;
,,ძალიან
გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ
მილიონერია!!!
ვისაც
ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ
მსოფლიოში ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში - ლოტო!
ლატარიაში
მოგება სასწაული ნამდილად არ არის - რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!’’
-
აცხადებენ ,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’.
ჯეკპოტის
მოგება რთული სულაც არ ყოფილა - ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ახალი კომპანია
ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ
დროის მანძილზე ,,ლოტო 6/42’’-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ
მილიონ ლარზე მეტი.
,,ლოტო
6/42’’-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი
გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება
სამშაბათსა და პარასკევს, ტვ ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
კომენტარი