სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვილმკვდარმა დედამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალშობილის ფოტოები განათავსა და ვერ მიხვდა საზოგადოების აგრესიის მიზეზს

17 წლის ფლორიდელმა ზარია ჯექსონმა სოციალურ ქსელში თავისი გარდაცვლილი ახალშობილის ფოტოები განათავსა და მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ინტერნეტ მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია. როგორც თავად ზარია აცხადებს ჟურნალისტებთან, მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ის ფაქტი, რომ თავისი ვაჟი მკვდარი დაიბადა. ჯექსონი აღნიშნავს, რომ თავი ასე მარტოსულად არასდროს უგრძვნია, სწორედ ამიტომ გაავრცელა თავისი დაღუპული ვაჟის ფოტოები ინტერნეტის მეშვეობით. ფოტოებს შორის იყო ბავშვის სასახლეში ჩასვენებული კადრიც, რამაც საზოგადოება კიდევ უფრო აღაშფოთა:

„ჩემი შვილი გარდაიცვალა, თუმცა მე მაინც დედა ვარ მისი დაბადების მომენტიდან. გადავწყვიტე ჩემი ვაჟის ფოტოების გავრცელებით ადამიანებს მეტი შეეტყოთ მკვდრად დაბადებული ბავშვების შესახებ“ - აღნიშნა ზარიამ.

ამ ფაქტის მერე ჯექსონმა უამრავი შეტყობინება მიიღო, სადაც ადამიანები თავის აზრს აფიქსირებდნენ და ზარიას საქციელი არაეთიკურად მიაჩნდათ. ისინი სწერდნენ გოგონას, რომ ცივსისხლიანი იყო. ჯექსონი კი ვერ ხვდება, რამ გამოიწვია ნეგატივის ასეთი ტალღა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100