მოსკოველმა ექიმმა იაროსლავლში გადარჩენილ ჰოკეისტთან მანქანით ჩასვლაზე უარი თქვა
რუსულ მედიაში ამ დრომდე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება იაროსლავლის ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი ერტადერთი რუსი ჰოკეისტის, იგორ გალიმოვის შესახებ. „როსია24“-ის ინფორმაციით, იგი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გარდაიცვალა, იაროსლავლის საავადმყოფოს ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ სპორტსმენი ცოცხალია, მაგრამ მისი მდგომარეობა უმძიმესია.
სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე კი რუსულ მედიაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა: რეანიმაციაში მყოფი სპორტსმენის ბიძაშვილმა გოგონამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთმა, საქვეყნოდ ცნობილმა რუსმა ექიმმა გალიმოვისთვის დახმარების აღმოსაჩენად იაროსლავლში ჩასასვლელად თავისი პირობები წამოაყენა და განაცხადა, რომ იაროსლავლში არ გაემგზავრება არცერთი სხვა ტრანსპორტით, გარდა მატარებლისა. „ეს დაცინვა და ცინიზმი თუ არა, დროის გაწელვა მაინცაა - იმაზეა გათვლილი, რომ პაციენტს ცოცხალს ვერ ჩაუსწროს“, - ამბობდა დაახლოებით ორი საათის წინ გალიმოვის ბიძაშვილი და ირწმუნებოდა, რომ ეს ექიმი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გალიმოვისთვის უკანასკნელი იმედი იყო, თუმცა, მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
კომენტარი