სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიცაში ტერაქტის შემდეგ ოთხ ქართველს ეძებენ

ნიცაში ტერაქტის შემდეგ ოთხ ქართველს ეძებენ. საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, საელჩოში გახსნილ ცხელ ხაზზე შესაბამისი ზარი დღეს შევიდა.
”ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, არიან საფრანგეთის მოქალაქეები, თუმცა ქართული წარმოშობის. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. სახელებს და გვარებს არ ვასახელებ შეგნებულად, სანამ არ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია მათ შესახებ”, - განაცხადა ელჩმა. როგორც ცნობილია, რომ ისინი ცხოვრობდნენ ლიონში და გუშინ ნიცაში იმყოფებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100