სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურს გამარჯვებულ ახალ ქართულ შრიფტებ გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულებ ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლ.

· ლაკონური - (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

· აკადემიური - (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - სერგო ტიტენკოვი

· მხატვრული - (მხატვრული შრიფტი)

1 ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

2 ადგილი - ლიზი ქანდარია

· გაკრული - (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)

1 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

· ფუტურისტული - (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

· ტექნიკური - (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად)

1 ადგილი - დათო ხარაშვილი

2 ადგილი - მექი გიორგაძე

· ადაპტირებული - (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - დათო ხარაშვილი

· თანამედროვე ა

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - გიორგი ახუაშვილი

გამარჯვებულებ ფულადი პრიზები გადაცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლ, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაერეგისტრირებინათ. მონაწილეებ შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ. წელს კონკურში მონაწილეობას 200-მდე ნამუშევარი იღებდა.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100