სასტუმრო „რუმს თბილისში“ 180 კვმ-მდე ფართობი დაიწვა
თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვები. მისივე თქმთ, სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა.
როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, არის ფაქტობრივად ლიკვიდირებული და ამ ეტპზე მიმდინარეობს მთელი პერიმეტრის შესწავლა-დათვალიერება.
„შეტყობინება ხანძრის შესახებ 00:31 საათზე შემოვიდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მათ შორის - სამი სამაშველო და ორი მექანიკური. დაახლოებით 3-4 წუთში ადგილზე გამოცხადდა პირველი ორი დანაყოფი, რომლებმაც მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს. ეს პროცესი ძალიან სწრფად ჩატარდა. დაახლოებით 5 წუთში მცხოვრებლები შენობის გარეთ იყვნენ. ხანძრის შედეგად მეხუთე სართულის სასხვენო გადახურა იწვოდა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. დაშავებული არავინაა“ - განაცხადა დავით გელაშვილმა.
კომენტარი