მარნეულში მეთორმეტე კლასელი გოგო მოიტაცეს
მარნეულის სოფელ თაქალოში მეთორმეტე კლასელი გოგო მოიტაცეს. ინფორმაცია “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტი გოგონას სკოლაში მისვლამდე მოხდა.შსს-ს თქმით, ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია და ახლა მისი ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
წყარო: garb.ge
კომენტარი