სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვან გოგი საკუთარმა ძმამ ჩაანაცვლა

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ პორტრეტზე რომელზეც ვან გოგი ეგონათ გამოსახული, სინამდვილეში მხატვრის ძმა. თუ ექსპერტების ვარაუდი დამტკიცდა, მაშინ ეს იქნება ვან გოგის ძმის პირველი პორტრეტი. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს ოჯახთან მთელი ცხოვრების მანძილზე საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა, მას საკუთარი ახლობლების ტილოზე გამოსახვა არ უყვარდა.

ადრე ექსპერტები თვლიდნენ, რომ ტეო მხოლოდ ჩანახატებში იყო გამოსახული, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ მხატვარმა შექმნა შედევრი, „ტეო ვან გოგის პორტრეტი“. პორტრეტი 1887 წელს შეიქმნა, ამ წლებში კი ძმები პარიზში ერთად ცხოვრობდნენ.

პორტრეტი დიდი ხნის მანძილზე სხვადასხვა მუზუნების საკუთრება იყო და აღსანიშნავია, რომ ძმები გარეგნულად ძალიან გავდნენ ერთმანეთს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100