სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტოსული ადამიენებისთვის იაპონელებმა სპეციალური რობოტი შექმნეს

იაპონურმა კომპანიამ Softbank წამოადგინა რობოტი, რომელსაც ადამიანური ემოციების შეგრძნება შეუძლია. აღნიშნულ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

რობოტი ე.წ. „ემოციონალური ძრავის“ მეშვეობით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აანალიზებს ადამიანის ჟესტებს, საუბარსა და ინტონაციას და გამოაქვს დასკვნა.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ რობოტი ადამიანს მეგობრობას გაუწევს და მარტოობას შეუმსუბუქებს.

რობოტის ფასი დაახლოებით 2 ათასი დოლარი ეღირება და გაყიდვაში უკვე 2015 წლიდან გამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100