ამერიკელი მამაკაცი თავის პარტნიორ გოგონასთან ერთად დაფეხმძიმდა
მაიკლ დოუდელმა თავის პარტნიორ გოგონას სოლიდარობა გამოუცხადა და მასთან ერთად დაფეხმძიმდა. „ფანტომური ფეხმძიმობა“ - მოჩვენებითი ორსულობა, მაიკლმა იმდენად ემოციურად მიიღო საკუთარი პარტნიორის მიერ მისთვის ნათქვამი ახალი ამბავი, რომ აღნიშნული „სენი“ შეეყარა.
თავდაპირველად ამანდა ფიქრობდა, რომ მისი რჩეული უბრალოდ ეხუმრებოდა. თუმცა საკმაოდ წამოზრდილმა მუცელმა ეჭვები გაუჩინა და სამედიცინო პირებს მიმართეს. პროფესიონალებმა კი აღნიშნული დიაგნოზი დასვეს.
„ფანტომური ფეხმძიმობის“ ნიშნები ნამდვილი ორსულობის ანალოგიურია. გაღიზიანება, ღებინება, არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში და გარკვეულ შემთხვევებში პანიკა. ეს ყოველივე ერთნაირად, როგორც მამაკაცს ასევე ქალბატონს შეიძლება დაემართოს. მამაკაცს იმ შემთხვევაში, შვილთან დაკავშრებული ახალი ამბის გამო ძლიერ ემოციურ ფონს გადაიტანს და ქალბატონს იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტ ძალისხმევას დახარჯავს იმის წარმოდგენაში, როგორი იქნება იგი ორსულობის დროს.
კომენტარი