შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა?
კითხვაზე შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით? საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი ამბიონი ასეთ პასუქს აქვეყნებს:
„ადამიანზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს – აღსარებას ამბობს და ეზიარება – ჯადო არ მოქმედებს. თავისთავად ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა. ჯადოს მოხსნისთვის პირველ რიგში აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, ხოლო კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც კითხულობს ეპისკოპოსი, ან მისი კურთხევით, რომელიმე მღვდელმსახური“.
კომენტარი