სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია II: ლოცვამ - "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" - იუდეველს რწმენა შეაცვლევინა

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უკრაინელ ჟურნალისტს სასწაულის შესახებ მოუთხრო, რომელიც საპატრიარქოში მოხდა.

"ხშირად მსტუმრობენ დელეგაციები სხვა და სხვა ქვეყნებიდან. ახლახანს ჩემთან სტუმრად იყო ებრაელების დელეგაცია. ჩვენ ვისაუბრეთ და ბოლოს მათ "ავე მარია" მოვასმენინე. მრავალი მათგანი ტიროდა... ამ დროს ერთი ქალბატონი, რომელსაც თავის ქვეყანაში საკმაოდ მაღალი მდგომარეობა უჭირავს ადგა და დელეგაციის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა - "დღეს მე ვიცვლი ჩემს რელიგიას და ვხდები ქრისტიანი. ლოცვამ "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" ისეთი გავლენა მოახდინა იუდეველზე, რომ მან რწმენა შეიცვალა", _ მოუთხრო უწმინდესმა ჟურნალისტს უკრაინის პირველი ნაციონალური არხისათვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100