სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

RMG-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

სასამართლოს ეს განჩინება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას და ატარებს დროებით ხასიათს, რაც გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

კომპანია არ ეთანხმება ამ განჩინებას. ვთვლით, რომ ის მიღებულია მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებით და საერთოდ არ არის განხილული კომპანიის არგუმენტაცია.

ვგეგმავთ დღესვე მივმართოდ სააპელაციო სასამართლოს ჩვენი არგუმენტაციით და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული აქტის მოქმედების შეჩერებით კომპანიას ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი და ძალიან მალე ის შესაძლოა აღმოჩნდეს გაჩერების წინაშე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან სოციალურ და მატერიალურ პრობლებას შეუქმნის როგორც კონკრეტულად რეგიონს, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას.

ჩვენი აზრით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება არის ლოგიკური შედეგი იმ ბინძური კამპანიისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ხორციელდებოდა კომპანიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია RMG-ის ჰქონდა სრული სამართლებრივი უფლება ეწარმოებინა სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აწარმოებდა სამუშაოებს და ყოველთვის რჩებოდა კანონის ფარგლებში.

მეტიც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ სანამ არ დაიდებოდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საბოლოო რეკომენდაციები, ის არ დაიწყებდა სალიცენზიო ტერიტორიაზე მუშაობას. ხოლო სამუშაოები რეკომენდაციის მიხედვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუდმივი მონიტორინგისა და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100