სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლინდა

30 მარტი, 2018 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის, მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული: მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.


საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა". პირველ ტურში კი საკონკურსო თემა "მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა" იყო. წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100