„დრონი.ჯი“ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის
„დრონი.ჯი“ მადლობას უხდის იმ მკითხველებს, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერა ზოგადად პორტალის, როგორც მედიასაშუალების, ასევე რედაქციის წარმოამადგენელთა მიმართ სხვადასხვა საშუალებით გამოხატეს სწორედ იმ დროს, როცა ორგანიზებული კიბერშეტევის შედეგად არათუ საარქივო მასალის, არამედ მთლიანად, პორტალის ძველი სახით აღდგენის საკითხიც კი არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
რედაქციამ მიიღო უამრავი მხარდამჭერი წერილი გვერდის ელექტრონულ ფოსტაზე, ოფიციალურ გვერდზე “ფეისბუქში“- როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. სრულიად უცნობი ადამიანები არამარტო გმობდნენ მომხდარს, არამედ გვთავაზობდნენ ტექნიკურ დახმარებასაც პრობლემის გადასაჭრელად, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზას დავადექით, როცა ჩვენს მთავარ მიზნად თქვენი მაქსიმალური ინფორმირებულობა დავისახეთ. თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდით და ვგრძობთ, რის გამოც გვინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა.
კომენტარი