სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან ერთ საათში დიდი თეატრის სცენა ჩამოინგრა

პარასკევს, ღამის საათებში მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე დეკორაციები ჩამოიშალა. ინციდენტი თეატრის საზეიმო გახსნის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში მოხდა. საზეიმო გახსნაში სხვებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც მონაწილეობდა, რომლის ტრიბუნა ზუსტად იქ იდგა, სადაც სცენის დეკორაცია მუშას დაეცა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი მუშა, რომელმაც დაზიანებები გულმკერდის არეში მიიღო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სკლიფოსოვსკის ჰოსპიტალში.

დიდი თეატრის რეაბილიტაცია 2005 წელს დაიწყო და ექვს წელზე მეტხანს გაგრძელდა. რუსულ ბიუჯეტს რემონტი 20 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100