სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს პროპორციულად ინაწილებენ

ცესკოს უახლესი მონაცემებით, 26 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს. 25- ში კი მმართველი პარტია.

არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია 50 მაჟორიტარული ოლქიდან - 7 თბილისიდან და 43 რეგიონებიდან.

გთავაზობთ ცესკო-ს უახლეს შედეგებს: მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა 67,2 %. მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა არჩილ გეგენავამ კი 31,74 % .

ვაკის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს ხმა ამომრჩეველთა 71,21 %-მა მისცა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი კარბელაშვილს კი 23,62%.

საბურთალოს რაიონში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით უსუფაშვილი – 68,71 % . ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანდრია ურუშაძე – 21,96 % (2084), გლდანში – "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ჯაჭვლიანი 68,46 % , "ნაციონალური მოძრაობიდან" – ნიკოლოზ ხაჩირაშვილი – 27,02 % .ნაძალადევის რაიონში კოალიციიდან თეა წულუკიანი 82,94 % . „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მერაბ სამადაშვილი – 14,19 % .

ცესკოს პირველადი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100