აფეთქება ათენის ცენტრში - ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკლესიის მახლობლად ამოქმედდა
ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 სამართალდამცველი დაშავდა - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
თვითმხილველების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა წმინდა დიონისეს ეკლესიასთან ამოქმედდა. ექიმების ცნობით, პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია. შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი.
შეგახსენებთ, რომ ეს ათენში ბომბის აფეთქების პირველი შემთხვევა არაა -17 დეკემბერს აფეთქება ტელეკომპანია Ski TV-ის ოფისთანაც მოხდა.
კომენტარი