სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებულია ხალხის დასაქმებისთვის

"თავისუფალი ზონა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები 30 ნოემბერს, 18:00 საათზე მატროსოვის ციხესთან გამართავენ აქციას - თავისუფლება ვანო მერაბიშვილს! მობრძანდით და ერთად მოვითხოვოთ ვანო მერაბიშვილის თავისუფლება. სირცხვილია როდესაც უსაფუძვლოდ აპატიმრებენ ადამიანს, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში მოისპო კრიმინალი,აღმოიფხვრა კორუფცია და საქართველოს მასშტაბით უამრავი ახალი პოლიციის შენობა აშენდა,სადაც ათასობით ადამიანი დასაქმდა.სწოერდ ხალხის დასაქმებისთვის არის პატიმრობაში ვანო მერაბიშვილის. დღეს იგი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანია.

ვანო მერაბიშვილის ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა დაკითხული მოწმეებიდან,რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება ! 100 დაკითხული მოწმიდან,ჯერ არცერთ მათგანს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. ვანო არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100