სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაშკინი განათლების ახალი კანონპროექტის წამგებიან შედეგებზე ალაპარაკდა

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანაზე აკრძალვის დაწესებასთან დაკავსირებულ კანონპროექტს ეხმაურება. Droni.ge შაშკინის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ.

“გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარლამენტი ამზადებენ კანონში ახალ ცვლილებას და აპირებენ, 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანაზე აკრძალვის დაწესებას.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ახლა მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვით, მშობელს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში. ამის შეცვლა და დამატებითი აკრძალვების შექმნა დაუშვებელია:

ნებაყოფლობით სკოლაში სწავლის დაწყება 5 წლის ასაკიდან უკვე სამი წელია მოქმედებს და ამ პერიოდში არ გამოვლენილა რაიმე ფუნდამეტური პრობლემა ამასთან დაკავშირებით;

5 წლის ასაკიდან სწავლა მოქმედებს დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში - მაგალითად, აშშ, საფრანგეთი და ა.შ.

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია 5 წლის ბავშვებზე;

გადაწყვეტლება, თუ რა ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში, დამოკიდებულია მშობლებზე და არის ნებაყოფლობითი; სახელმწიფო დამატებითი შეზღუდვებით არ უნდა ერეოდეს ოჯახის ცხოვრებაში.

ამას გარდა, მე ძალიან მაინტერესებს ამ შეზღუდვის ავტორებმა თუ შეისწავლეს სტატისტიკა? ყოველ წელს 10-15 ათასი 5 წლის ასაკის ბავშვი შედის სკოლაში მათი მშობლების გადაწყვეტილებით. ამხელა რაოდენობის ბავშვების შეზღუდვა ავტომატურად გამოიწვევს საბავშვო ბაღებზე მოთხოვნას. თუ გავითვალისწინებთ, რა დიდი პრობლემები იყო წელს ბაღებში ადგილებთან დაკავშირებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათასობით ბავშვი დარჩება საბავშვო ბაღებში ადგილების გარეშე და მათ მშობლებს მოუწევთ კერძო ბაღებში საკმაოდ მაღალი გადასახადების გადახდა.” - ნათქვამია ექსმინისტრის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100