სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერმა OGP-ის ევროპის რეგიონალური კონფერენცია გახსნა

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას, რადგან ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური საამაყოდ მიიჩნევს, რომ საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა და ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობის რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა.
„გასული წლის სექტემბერში ვიმყოფებოდი გაეროში, სადაც გაიმართა OGP-ის კონფერენცია და ის აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მმართველი კომიტეტის წევრია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, მმართველობის ღია და გახსნილი სტილით მოწოდებული ვართ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის კვლევაში.
„დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება და ინოვაცია ღია მმართველობის იდეის რეალიზაციას ემსახურება.
„ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში, ელექტრონული მმართველობა ღია მმართველობის ინიციატივის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისში, დავაფუძნეთ ელექტრონული მმართველობის საკოორდინაციო დეპარტამენტი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მმართველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის სერვისები, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მმართველობის ახალი კულტურის დამკვიდრება გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველობის საკითხებში მოქალაქეთა მუდმივად მზარდი ჩართულობის კარგი გამოხატულებაა თუნდაც ის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო შედარებით მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში აშენებს.
„ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები, ასევე ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი. ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ღია და გახსნილი ინსტიტუტების რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და, თუ აქამდე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ სასამართლო ხელისუფლებაც შეუერთდა.
პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებში საკმაოდ იშვიათია.
„ნიშანდობლივია, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით და სამოქმედო გეგმის თანახმად, ჩვენმა სასამართლო ხელისუფლებამ აიღო ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება სასამართლოების მიერ ქვეყანაში გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის ცალკეული სტატისტიკური მონაცემების შესახებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობის წერილების ოფიციალურ გაცვლას და მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება, მეტი იყოს მოქალაქეების ჩართულობა. მინდა, დიდი მადლიერებით აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილება, რომ რეგიონალურ კონფერენციას მართავთ თბილისში. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიერ აღებული კურსისადმი, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მისწრაფება. გასულ წელს გავაფორმეთ ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, - მიმართა პრემიერმა OGP-ის კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის აქტიური ჩართულობით საქართველო აღნიშნულ პლატფორმაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.

პრემიერმა OGP-ის ევროპის რეგიონალური კონფერენცია გახსნა

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას, რადგან ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.მთავრობის მეთაური საამაყოდ მიიჩნევს, რომ საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა და ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობის რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა.ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა.„გასული წლის სექტემბერში ვიმყოფებოდი გაეროში, სადაც გაიმართა OGP-ის კონფერენცია და ის აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მმართველი კომიტეტის წევრია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, მმართველობის ღია და გახსნილი სტილით მოწოდებული ვართ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, - აღნიშნა პრემიერმა.პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის კვლევაში.„დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება და ინოვაცია ღია მმართველობის იდეის რეალიზაციას ემსახურება.„ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში, ელექტრონული მმართველობა ღია მმართველობის ინიციატივის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისში, დავაფუძნეთ ელექტრონული მმართველობის საკოორდინაციო დეპარტამენტი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მმართველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის სერვისები, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, მმართველობის ახალი კულტურის დამკვიდრება გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველობის საკითხებში მოქალაქეთა მუდმივად მზარდი ჩართულობის კარგი გამოხატულებაა თუნდაც ის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო შედარებით მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში აშენებს.„ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები, ასევე ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი. ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ღია და გახსნილი ინსტიტუტების რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და, თუ აქამდე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ სასამართლო ხელისუფლებაც შეუერთდა.პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებში საკმაოდ იშვიათია.„ნიშანდობლივია, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით და სამოქმედო გეგმის თანახმად, ჩვენმა სასამართლო ხელისუფლებამ აიღო ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება სასამართლოების მიერ ქვეყანაში გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის ცალკეული სტატისტიკური მონაცემების შესახებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას - საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობის წერილების ოფიციალურ გაცვლას და მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება, მეტი იყოს მოქალაქეების ჩართულობა. მინდა, დიდი მადლიერებით აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილება, რომ რეგიონალურ კონფერენციას მართავთ თბილისში. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიერ აღებული კურსისადმი, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მისწრაფება. გასულ წელს გავაფორმეთ ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, - მიმართა პრემიერმა OGP-ის კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის აქტიური ჩართულობით საქართველო აღნიშნულ პლატფორმაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.ღია მმართველობა საქართველო / Open Government GeorgiaOpen Government Partnership

Posted by Irakli Garibashvili on 2015 წლის 3 ივნისი, ოთხშაბათი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100