ჯოზეფ ბაიდენი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხრივ რეალური პროგრესი არსებობს
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხრივ რეალური პროგრესი არსებობს , - როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
"რუსეთი აქტიურად უახლოვდება ამ ორგანზაციის წევრობას და ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერით სარგებლობს",-აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები უმჯობესდება, ამერიკა დაეხმარება რუსეთს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და კორუფციის აღმოფხვრაში.
რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას საქართველო ეწინააღმდეგება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხზე 9-10 მარტს ქალაქ ბერნში იმართება.
საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწებას კი, წინ უსწრებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მოსკოვში ვიზიტი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იუწყება, რომ ბაიდენი-მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხია.
ინტერპრესნიუსი
კომენტარი