„მიყვარხარ მამულიჩა“ - ასე ამხნევებენ ცნობილი ქართველები პატიმარ კახი მამულაშვილს
მამულიჩას ფეისბუქ გვერდზე ძალიან ბევრი ადამიანი პოსტავს, მათ შორის ცნობილი ქართველებიც.
პირველი პოსტი მომღერალ ნინი ქარსელაძემ დაწერა. „მე შენ მიყვარხარ“ - წერს ქარსელაძე, რომელიც მამულიჩასა და ლელა წუწრუმიას ქალიშვილის, მარიამის ნათლია გახლავთ.
„მიყვარხარ მამულიჩ, ყველაფერი კარგად იქნება“- ეს გოგოლა კალანდაძის პოსტია.
„მიყვარხარ“ - წერს ნანკა კალატოზიშვილი.
„მამულიჩ და ლელა გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვივგზავნის გადასარჩენად, ყვლაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. ნითუმეტეს რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია“ - ეს ვრცელი პოსტი კი ვახტანგ რჩეულიშვილს ეკუთვნის.
"მამულიჩ გვერდით მიგულე, რაც არ უნდა გაგიჭირდეს" - ამ სიტყვების ავტორი კი მამუკა ღლონტია.
„მამულიჩ გაუძელი“ - წერს მერაბ სანიძე
"მიყვარხარ მე შენ მაა"- ეს სიტყვები ხატია შამუგია მამულიჩას ფოტოსთან ერთად პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
შორენა ბეგაშვილმა, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, სალომე ბაკურაძემ, თიკო სადუნიშვილმა, მერსი სულხანიშვილმა, სოფო კუჭავამ და ბიჭოლამ კი სიტყვების გარეშე გამოხატეს თავისი დამოკიდებულება, მათ მამულიჩას გვერდზე გულები დაპოსტეს. სიტყვების გარეშე, ფეისბუქ სმაილებით გამოხატეს აზრი მამულიჩას გვერდზე მანანა მანჯგალაძემ და ვახო ბიჭიკაშვილმაც.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია მამულაშვილის დაპატიმრების შესახებ.
შსს არ ადასტურებს, რომ დაკავებული წურწუმიას ქმარია, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს
კომენტარი