ბორტზე ნებისმიერი სახის საქონლის მიწოდებაზე საგადასახადო შეღავათი დაწესდება
ბორტზე ნებისმიერი სახის საქონლის მიწოდებაზე საგადასახადო შეღავათი დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შედის "საგადასახადო კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, დამატებული ღირებულების, აქციზისა და იმპორტის გადასახადებისაგან ბორტზე მისაწოდებლად ყველანაირი საქონლის იმპორტი/მიწოდება გათავისუფლდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება, თუმცა კონკრეტული ციფრი დასახელებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი ნორმით, დამატებული ღირებულების, აქციზისა და იმპორტის გადასახადებისაგან თავისუფლდება საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი და მიწოდება.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
კომენტარი