სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ნაგებობა მსოფლიოში - ტაძარი... ვირთხებისთვის

მსოფლიოში მოგზაურობის მოყვარული ტურსიტებისთვის კარგადაა ცნობილი ერთი უცნაური ნაგებობის შესახებ, რომელიც ინდოეთში მდებარეობს: ეს ნაგებობა ბევრჯერ უჩვენებიათ ტელევიზიით, ის შეტანილია ინდოეთის ყველა ტურისტულ ცნობარში, ხოლო შესასვლელთან გაკეთებული აბრა ამ ნაგებობას სულაც მსოფლიოს მერვე საოცრებად მიიჩნევს.

დიახ, ინდოეთის ქალაქ ბიაკნერადან ჩრდილოეთით, ერთ დიდ სოფელში, რომელსაც დეშნოკს უწოდებენ, მდებარეობს სპეციალურად ვირთხებისთვის აგებული ტაძარი - შრი კარნი მატა. ეს ტაძარი აგებულია ქალღმერთ კარნი მატას პატივსაცემად.

მიჩნეულია, რომ სწორედ ამ ქალღმერთის მეოხებით გარდაცვლილი ადამიანები ხელახლა, უკვე ვირთხის სახით ევლინებიან ქვეყნიერებას და ქალღმერთის სახლში ცხოვრობენ. დეშნოკში მცხოვრები 513 ოჯახიდან ყველა დარწმუნებულია, რომ ადამიანი ვირთხისგან წარმოიშვა.

სწორედ ამიტომაც, უკვე 6 საუკუნეზე მეტია, აქ ვირთხები ყველაზე დაცულებად გრძნობენ თავს: დაძვრებიან რძიან გობებთან, ღობეებძე, ფეხსაცმელებში უძვრებიან ტურისტებს, რომლებსაც დიდ ნდობასაც უცხადებენ - მათი ხელიდან მიირთმევენ ყველაფერს, რაც მოსწონთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100