ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა
თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - ანდრო ბარნოვი, რომელიც ბოლოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად მუშაობდა, რექტორად გადაყვანამდე კი ექსპერტი იყო.
თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ანდრო ბარნოვის გადაყვანის ფაქტი „ნოვოსტი-გრუზიათან“ საუბარში დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ.
ანდრო ბარნოვი თავდაცვის მინისტრის რიგით მეოთხე მოადგილეა. ამ თანამდებობაზე უკვე მუშაობენ ნოდარ ხარშილაძე, ნიკა ძიმცეიშვილი და კახა ბუცხრიკიძე.
სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლოგი, ანდრო ბარნოვი თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
კომენტარი