სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაკირას ბარსელონაში ტახები დაესხნენ თავს

სუპერვარსკვლავ შაკირას თავს ტახები დაესხნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ბარსელონის პარკში მოხდა, სადაც კოლუმბიელი მომღერალი თავის 8 წლის ვაჟთან ერთად სეირნობდა. შაკირამ შეხვედრის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლების სერიაში მოყვა.

მისი თქმით, მას ორი ცხოველი დაესხა თავს, ხელიდან ჩანთა გასტაცეს და გაიქცნენ. მოგვიანებით მომღერალმა ჩანთა იპოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტახებმა „ყველაფერი გაანადგურეს“.

კატალონიაში ტახების პოპულაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამრავლდა. ამ ცხოველებს პრაქტიკულად ნებისმიერ გარემოში შეუძლიათ გადარჩენა. ბოლო მონაცემებით, ევროპაში ტახების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა და ქალაქებში ისინი სულ უფრო აგრესიულად იქცევიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100