ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
კვლავ სტაბილურად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კლინიკაში ისევ სამკურნალო ნარკოზის ქვეშ იმყოფება.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გახდება თუ არა საჭირო დამატებითი ქირურგიული ჩარევა, ეს რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
"სტაბილურად მძიმედ რჩება პაციენტის მდგომარეობა, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ არის. ამ ეტაპზე ჯერ პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია, კრიზისულ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია. რამდენიმე დღე აშკარად ასეთი რეჟიმი იქნება ძილის ქვეშ. ჯერჯერობით არანაირი ოპერაცია არ იგეგმება, ეს უკვე რამდენიმე დღის შემდეგ იქნება უფრო კონკრეტულად გადასაწყვეტი," - განაცხადა ექიმმა ირინა ტაბიძემ.
ცოტნეს გამსახურდიას მეუღლეს თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე, მაგრამ დამაკმაყოფილებელი, რადგან გართულებას ადგილი არ აქვს.
"მდგომარეობა არის მძიმე, რა თქმა უნდა, მაგრამ სტაბილური და ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი, რადგან გართულებას ადგილი პირველი კრიტიკული 72 საათის განმავლობაში არ ჰქონია. 3-4 დღეში გაუკეთდება დამატებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გადაწყდება უკვე ცოტნეს გამოძიების ამბავი," - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.
კომენტარი