სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სადღესასწაულო სალათი

მასალა:

ლორი - 250-300 გრამი

გამოყვანილი ყველი - 100 გრამი

კვერცხი - 5 ცალი

დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა

ორცხობილები - 1 შეკვრა

მაიონეზი

მწვანილი

სალათის ფურცლები - მოსართავად

მარილი

მომზადების წესი:

კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფრცქვნათ და მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. ლორი დავჭრათ კუბებად. ყველი დავაქუცმაცოთ. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. სიმინდი დავწუროთ. მოვათავსოთ ყოველივე ერთ ჯამში და კარგად ავურიოთ. დავამატოთ ორცხობილების ნაწილი, ცოტაოდენი კი მოსართავად შევინახოთ. სალათს დავუმატოთ მაიონეზი და კიდევ ერთხელ ავურიოთ და თუ საჭირო იქნება, მარილიც მოვაყაროთ. თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფურცლები და გადავიტანოთ მიღებული მასა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100