ყველის რულეტი ნორვეგიულად
მასალა:
ღორის ბარკლის ორი თხელი ნაჭერი
2 ნაჭერი ყველი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
ლორის ნაჭერზე მოვათავსოთ ყველის ნაჭერი, დავახვიოთ რულეტისებურად და შევკრათ. შევწვათ ცხიმში ხრაშუნა კანის გაჩენამდე. სუფრაზე ყიყლიყოსთან, ბოსტნეულთან და კარტოფილის პიურესთან ერთად მივიტანოთ.
კომენტარი