სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: „ყველაზე გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესებშია“

„მომავალ წელს საქართველოში ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესებშია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან, ყოველწლიური მოხსენების დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, პირველ რიგში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება, რადგან „მტერს არ სძინავს და ის ყველანაირად შეეცდება სიტუაციის არევას, ამიტომაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს საქართველო მზადაა საერთაშორისო დამკვირვებლების შეუზღუდავი რაოდენობის მისაღებად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100