რუსთაველზე ორკაციანი აქცია გაიმართა
ქართველმა იუმორისტებმა, გადაცემა ბინის წმყვანებმა ლევანიკა გოგორელიანმა და თემო მჟავიამ თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
როგორც გოგორელიანმა დრონისთან საუბრისას განმარტა ორკაციანი აქციის მიზეზი 4:20 გახლავთ, მოგეხსენებათ დღეს მეოთხე თვის 20 რიცხვია, 4:20 კი მარიხუანას კონსპირაციულ ტერმინად ითვლება. სწორედ ამიტომ ტელეწამყვანებმა საზოგადოებას მარიხუანას საერთაშორისო დღე საჯაროდ მიულოცეს.
ცნობისთვის 4:20 ან 4/20 არის ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში მარიხუანის მოწევის მალულად მისათითებლად იყენებენ და, ასოციაციით, ვინმეს მარიხუანის კულტურასთან დასაკავშირებლად. ხშირად ტერმინები, როგორიცაა "420-თან მეგობრული" ჩნდება ბინის გამქირავებელთა განცხადებებში, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მცხოვრებლები ტოლერანტულები არიან მარიხუანის მწეველებთან.
კომენტარი