სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ნანუკა ჟორჟლიანის დაბადების დღეა - გულისამაჩუყებელი „პოსტი“ ტელეწამყვანისგან

დღეს ნანუკა ჟორჟლიანის დაბადების დღეა - გულისამაჩუყებელი „პოსტი“ ტელეწამყვანისგან, რომელსაც ის ფეისბუქზე აქვეყნებს:

დე, მამ კიდევ კარგი, რომ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ! ასე, რომ არ გექნათ , ვერ გაგიცნობდით თქვენ, ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ჩვენი, შვილების ცხოვრებით იცხოვრეთ. რომლებმაც მთელი ცხოვრება მაქსიმუმი აკეთეთ ჩვენთვის. არ გაჩნდებოდა მარიამი არა და ვფიქრობ რომ ჩემი არსებობა, მარტო ამ გოგოსთვის ღირდა. რომელიც მიყვარს საკუთარ თავზე და სამყაროზე მეტად! არ იქნებოდა საბა, რომლის იმედიც მაქვს მთელი ცხოვრება. მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არის მთავარი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში! ვერ გავიცნობდი მიშკას, ყველაზე კეთილ და საყვარელ ადამიანს, ყველაზე მაგარ ძმას, რომელშიც მიყვარს ჩემი ბავშვობა და ყველაზე ტკბილი წლები! ვერასოდეს გავიგებდი რა არის ბედნიერება, სიყვარულის მთავარი ჯადოქრობა იმიტომ, რომ ვერ შევხვდებოდი ირაკლის, რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა მომცა, რომელმაც ყველაზე მეტად მანახა რა არის როდესაც ადამიანს ძალიან უყვარხარ! მანახა რა არის თურმე ბედნიერება! ნათესავები, ბებია - ბაბუები ვერასოდეს მეყოლებოდა მეგობრები, რომელთა გარეშე ცხოვრებაც უბრალოდ არ შემიძლია და ეს მიმაჩნია ჩემს მთავარ სიმდიდრედ! არ მექნებოდა ნანუკას შოუ, რომელიც მახვედრებს უცნობ ადამიანებს და ამით ვიღებ ცხოვრებისთვის საჭირო , მთავარ ენერგიას! უცხო და ძალიან საყვარელი ადამიანებისგან! ვერ ვნახავდი ზღვას ! ვერ გავიგებდი იმას, რაც ყველაზე მაგარია ამ ქვეყანაზე - სიცოცხლის ფასს! თქვენ რომ არა, მე დღეს 35 წლის ვერ გავხდებოდი! იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის გამო თქვენი მადლიერი ვარ მთელი ცხოვრება!

დრონი.ჯი ულოცავს ტელეწამყვანს დაბადების დღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100