სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხვა: რომელი ტელეწამყვანი არ მოსწონს ხალხს და რატომ?

ტელევიზია და მასთან ერთად ტელეწამყვანები ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, მათზე ხალხი ხშირად საუბრობს, განიხილავენ წამყვანების ჩაცმის სტილს, მეტყველებას, მანერებს და ა.შ. ბევრ ჩვენგანს ჰყავს ფავორიტი ტელეწამყვანი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საზოგადოებას არ მოსწონს. გემოვნებაზე არ დაობენ და არც ჩვენ ვდაობთ, უბრალოდ ვცადეთ გაგვერკვია, რომელი ქართველი ტელეწამყვანები იმსახურებენ მეყურებლის ანტიპატიას. სწორედ ამოტომ droni.ge -ს კორესპონდენტმა რიგით მოქალაქეებს დაუსვა შეკითხვა: რომელი ტელეწამყვანი არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

ნინა (18წლის) -არ მომწონს მაია ასათიანი

გიო(17 წლის. მიმტანი)-არ მომწონს დუტა სხიტლაძე

მარიამი (18 წლის, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი) -არ მომწონს მაია ასათიანი

მარიამი (19 წლის ბრიტანული ჯოლეჯის სტუდენტი) -არ მომწონს მაია ასათიანი. ცოტა ისეთია

გიო(24 წლის. ბიზნესის და სამართლის სპეციალისტი)-მაია ასათიანი მეზიზგება

ნათია (20 წლის საშუალო განათლება )-არ მომწონს გიორგი ქორქია

ბელა (24 წლის) მაია ასათიანი, იმიტომ, რომ მის გადაცემას, რომ ვუყურებ სოფლის ბირჟაზე მგონია თავი. ფილმ „ნატვრის ხე“-ში როა წყაროსთან რომ სხედან ქალები აი მაგ კადრის ასოციაციას იწვევს ჩემში.

თინა (73 წლის. სასოფლო სასწავლებლის ლექტორი) -თუ ჩვენს საწინააგმდეგოდ იტყვიან ის არ მოგვწონს და თუ ჩვენს სასიკეთოთ იტყვიან ის მოგვწონს

მანანა (59 წლის იურისტი)-მე არ მაქვს განსჯის უფლება, იმიტომ რომ არცერთი არ ვართ სრულყოფილები

რუსა (21 წლის, სტუდენტი) ოთარ ტატიშვილი და აქუბარდია დავითი. აქუბარდია ძაან ისე იქცევა, აი როგორ გითხრათ პირდაპირი ეთერი საოჯახო საუბარი გონია და არ მომწონს. ტატიშვილი კიდე არ ჯდება იმ ადამიანების გემოვნებაში, რომლებსაც ესეთი გადაცემები მოსწონს.

დათო (23 წლის, ჟურნალისტი) ტატიშვილი არ მომწონს ოთარი, ვანო ჯავახიშვილი ჯობია მაგას. ისე მაღიზიანებს მაია ასათიანი, თუმცა მიყურებია მისი გადაცემისთვის ბევრჯერ. ვახო სანაია არ მომწონს კიდევ სუფთა პროფესიული თვალსაზრისით.

ლაშა (16 წლის)-არ მომწონს რუსკა მაყაშვილი

სოფო (16 წლის)-არ მომწონს რუსკა მაყაშვილი. ძაან მაგარი გოგოა და ძაან ლამაზი მაგრამ მაინც არ მომწონს

ანა (25 წლის): ნუ მაია ასათიანი, რომ არავის მოსწონს ეგ ცნობილი თემაა და კიდევ ნინო ხოშტარიაზე მაქვს იცი როგორი რეაქცია? გაიტანეთ!

ალეკო (20წლის. ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი )-არ მომწონს გიორგი ქორქია. რაღაცნაირია

ლანა (24წლის)-არ მომწონს ოთარ ტატიშვილი

ნანა (50 წლის დიასახლისი)-სიმართლე გითხრათ არცერთი არ მომწონს. არ მომწონს მათი მეტყველება

ქეთი (19წლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი)-არ მომწონს ნოდარ მელაძე სასტიკად არ მომწონს

გიო ( 24 წლის. ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი )-არ მომწონს მაია ასათიანი იმიტომ, რომ ვირთხას გავს

ნინო (17 წლის) -არ მომწონს შორენა ბეგაშვილი, ძაან იტყლარწება

კესო (17 წლის, მოსწავლე ) -არ მომწონს თიკო სადუნიშვილი გამაღიზიანებელი ქცევები აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა გამოკითხვების ჩატარების დროს, droni.ge-ს კორეპონდენტის კითხვას მოქალაქეთა უმეტესობა თავს არიდებდა. დღევანდელი შემთხვევა კი გამონაკლისი იყო, მოქალაქეები პასუხს თავს არ არიდებდნენ, თუმცა მათმა ნაწილმა კითხვაზე: რომელი ტელეწამყვანი არ მოგწონთ ყველაზე მეტად? „ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებო“ - გვიპასუხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100