სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალ ტაბულას სტამბულიდან მომავალი ტვირთი, საბაჟომ საეჭვოდ მიიჩნია

სტამბულიდან მომავალი ტაბულას ტვირთი - 5500 ჟურნალი (იანვრის ნომერი) საბაჟომ საეჭვო ტვირთთა შორის მოახვედრა, გააჩერა და ქსელში შეტანა გვიგვიანდება. - აღნიშნული განცხადება ჟურნალის რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის მეშვეობით გააკეთა.

„ხომ არ გახსენდებათ შემთხვევა, წინა ხელისუფლებას ოპოზიციურად მიჩნეული ჟურნალები, რომ გაეჩერებინა საბაჟოზე?“-წერს ჩერგოლეიშვილი

აღნიშნულთან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარი droni.ge-სთანაც გააკეთა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: რაც ფეისბუქზე დავწერე იმაზე მეტი არც მე ვიცი. არ მესმის რატომ მიიჩნია საბაჟომ ჩვენი ტვირთი საეჭვოდ. რა უნდა იყოს საეჭვო ჟურნალში? არც ის ვიცი რა დრო დასჭირდება იმის გარკვევას, რომ ამ ტვირთში საეჭვო არაფერია.

წელიწადნახევარია რაც ტაბულა იბეჭდება სტამბულში და ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. გააჩერეს ტვირთი და მიზეზიც კი არ განუმარტავთ.

ტაბულას ახალ ნომერში, ხომ არ არის რაიმე ისეთი სტატია რომლის გამოც შესაძლოა ვინმეს ჟურნალის გაყიდვაში გამოსვლა არ აწყობდეს?

-არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის, რასაც აქამდე ვწერდით ისაა ახლაც. არ მინდა შეთქმულების თეორიის შექმნა, მირჩევნია ფაქტებით ვილაპარაკო, არ ვაპირებ სპეკულირებას. არ ვიცი რა ედო თავში მებაჟეს რომელმაც ტვირთი გააჩერა ამიტომ ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვიტყვი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100