სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში უმაღლესი სამეციდინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნება

დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, 13:00 საათზე,ბიზნესმენები, მამუკა ხაზარაძე, კურტ კონტიდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, დიმიტრი ტვილდიანი გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას, რომელზეც ჟურნალისტებს მიაწვდიან ინფორმაციასთბილისში უმსხვილესი ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის შესახებ.

ეს არის 60 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია საქართველოში, რომელსაც ახორციელებენ კომპანია „თიბისიჰოლდინგი“, გლობალურიდეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგი „კონტი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი(აიეტი).

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში,ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიანი,150 საწოლიანი, სამედიცინო დაწესებულება იქნება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (10 ჰექტარი ) 2 წლის ვადაში აშენდება.ეს ადგილმდებარეობა საშუალებას მისცემს ჰოსპიტალს,მოემსახუროს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და მეზობელ ქვეყნებს, რითიც ის შეძლებს შეასრულოს რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულების როლი.

ამერიკულ ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკულისტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. გარდა ამისა, ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. ამერიკულ ჰოსპიტალში სავარაუდოდ 400-მდე ადამიანი დასაქმდება.

ჰოსპიტალის ბაზაზე,სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა“და აშშ წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით,ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.

ინვესტორთა შესახებ:

„თიბისი ჯგუფი“ უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში. მისი საინვესტიციო სფეროებია: საფინანსო, უძრავი ქონებისა და საკვების წარმოება.

„კონტი ჯგუფი“, ეს არის გლობალური დეველოპერი და სამშენებლო კომპანია კაპიტალური აქტივების პროექტების კუთხით. განხორციელებული აქვს კომპლექსური საინჟინრო და სამშნებლო პროექტები აშშ-სა და მთელს მსოფლიოში. მისი საინვესტიციო სფეროებია: ენერგეტიკა, მრეწველობა და ინფრასტრუქტურა. მისი კლიენტები არიან აშშ სამთავრობო (თავდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის დეპარტამენტი) და უმსხვილესი კერძო სტრუქტურები “fortune 500”-ის სიიდან.

დავით ტვილდიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიეტის სტრუქტურული ქვედანაყოფი–სამედიცინო ინსტიტუტი „აიეტი“დაარსდა 1989 წელს და წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და უწყვეტი სამეციდინო განათლების წამყვან ცენტრს საქართველოში. ის არის უცხოეთში“ ქართველ ექიმთა სპეციალიზაციის ფონდის“ დამაარსებელიც, სადაც ამჟამად ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწე 200-ზე მეტი ექიმია გაერთიანებული.

***

„ვამაყობ, რომ დავიწყეთ პროექტის განხორციელება ისეთ რთულ სოციალურ სფეროში, როგორიცაა მედიცინა და გვჯერა, რომ ჩვენი ჰოსპიტალი იქნება რეგიონული ცენტრი უმაღლესი სამეციდინო მომსახურების თვალსაზრისით, “- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„საქართველო ძალზე მიმზიდველი ქვეყნაა საინვესტიციო კუთხით. ჯანდაცვის მიმართულებით მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს რეგიონალური ცენტრი, რადგან სტრატეგიულად ქვეყნის მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ჩვენი ინვესტიციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“- განაცხადა კურტ კონტიმ.

„ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულების შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე ჩვენს მოსახლეობას ხელი მიუწვდება ისეთ სამედიცინო სერვისებსა და მომსახურებაზე, რომლებსაც იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, ამდენად ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია როგორც სფეროს განვითარების, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით,“- განაცხადა დიმიტრი ტვილდიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100