ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება
ქორწილი ქართულად, მთელი თავისი ღირსებებით, ბედნიერი მომენტებით, განხილვებით, სრული საგვარეულო ხით და თავისი რამდენიმე, უნიკალური ნიშან-თვისებით, მათ შორის:
დაწყებული გრანდიოზული შემზადებებით, მსოფლიოს მასშტაბით ნაცნობი თუ უცნობი ნათესავების მოპატიჟებით, მერე გამორკვევებით – ეს სიძის ნათესავია, პატარძლის, თუ ჩანგალზეა შემოსული?მერე, სიძე-პატარძლის, ოჯახში ტეფშის გატეხვით შემობრძანება და ამ თეფშის ნატეხების დატაცება „გასათხოვარი“ გოგონების მიერ, იქნება და ღამით „საბედო“ დაესიზმროთსიძის ბედნიერი და ამაყი ნათესავების შეკითხვები ყველა სტუმართან: აბა, შეაფასეთ, რამფერი/რავარი პატარძალი გვყავს? თითქოს ახალი ჯინსი იყიდეს, ან ლარნაკი დადგეს შემოსასვლელში და ჩვენი აზრი აინტერესებთ. პატარძალიც, პასუხის მოლოდინში, ნერვიულად აფახულებს დაგრძელებულ წამწამებს. გინდა უთხრა: უიჰ, რას ჰგავს! და სახეზე ღიმილი შეაყინო ამ უტაქტო ნათესავებს, დედამთილს, მულებს, თუ ვინც იქნება და ბოლოს ისევ განივთებული პატარძალი გეცოდება და მხრებს იჩეჩავ, ან მის “კრასავიცობას” თავის დაქნევით ადასტურებ …გადაპრამჭულ-გადაყვავილებული მანქანებით მთელი ქალაქის სიგნალიებით და კივილ-წივილით შემორბენა, „გონკაობა“თეთრ კაბიანი, კაბის ბოლოს მიწაზე მთრეველი პატარძალი და ორი, ერთნაირ ფერებში გამოწყობილი მეჯვარე (ნუ ძირითადად კრემისფერებში) და დაუსრულებელი განხილვა ჭორიკანა სტუმრების მიერ:პატარძალი სჯობს, მარჯვენა მეჯვარე თუ შუა?გოგო უკეთესია, თუ ბიჭი?პატარაძალი ლაივში უკეთესია, თუ ფოტოებზე უფრო კარგი ჩანდა?კოჭი რაღაც მსხვილი აქვს? კბილები ოდნავ წინ წამოწეული? იდაყვები არ აქვს დახვეწილი? რატომღაც სიძე არ ხვდება მსგავსი კრიტიკის თუ განხილვის ქარცეცხლში, ანუ სექსიზმი ამ ნაწილშიც მძვინვარებსთამადა, თავისი ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით და მამაკაცების ყოველ მეორე სადღეგრძელოზე, ფეხზე წამოდგომა. ასევე, რელიგიური, მართლმადიდებლური სადღეგრძელოების მთელი სერია, როცა არავინ კითხულობს შენს სარწმუნოებას, იქნება და რა სარწმუნოების ვარ… არ დაგვავიწყდეს ნეფე-დედოფლის მშობლების სცენაზე გამოყვანა და ისე დალოცვა, მერე დედმამიშვილების ჯერიც დადგება. ვაი და რომელიმეს და არ ჰყავდეს და “უდოს” იარყილი აეკრას (პატარძალს ამას არ აკადრებენ, შესაბამისად ხუმრობის ადრესატი სიძეა ხოლმე)… ამ გაცვეთილ ხუმრობაზეც, ჩაბჟირებით სიცილ-კისკისი და “უი შენ რა ენა გაქვს”, ან “ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიღებდა” კომენტარები;თეთრი სკამები, თეთრი მაგიდა, ყველაფერი თეთრი, აბრეშუმის თუ ატლასის, ყველაფერი საზეიმო, ყველაფერი გადაპრანჭული, ყველაფერი ბრჭყვიალა და ბრდღვიალა…ხანდახან სიძე ბატონი ჩოხით, მაგრამ პატარძალი მაინც იმ თეთრი, უზარმაზარ ბოლოიანი კაბით, როგორ უხდება ეს ორი ჩაცმულობა ერთმანეთს!
კომენტარი