სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს რკინიგზის განცხადება

სს ”საქართველოს რკინიგზის” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცდახებთ (განვმარტავთ):

1. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა სს ”საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთათთვის ღირსეული შრომითი და საცხოვრებელი პირობების შექმნა, აგრეთვე ტრანსპორტით უზრუნვერლყოფა, კომპანიის ადმინისტრაცია 24 საათიან რეჟიმში თანამშრომლობს რკინიგზაში დასაქმებულებთან.

2. სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის №11/32 დადგენილებით, სალიანდაგო დეპარტამენტში განხორციელებული ცვლილებები განაპირობა. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალურ ხაზზე ტვირთდაძაბულობის ზრდამ, მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, საჭირო გახდა ამ უბანზე ულტრაბგერითი შემოწმების პერიოდულობის გაზრდა და დეფექტოსკოპისტების დამატებითი ჯგუფის, მათ შორის უ.ხვთისიაშვილის კახეთის რეგიონიდან გადმოყვანა.

რეორგანიზაციას წინ უძღვოდა სალიანდაგო დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრები თანამშრომლებთან, რომლებსაც გააცნეს ცვლილების მიზეზები და არსი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე რეორგანიზაციის საწინააღმდეგო მოსაზრება სალიანდაგო დეპარტამენტის 1 429 თანამშრომლიდან არცერთ თანამშრომელს, მათ შორის არც უ. ხვთისიაშვილს არ გამოუთქვამს და საკადრო გადაადგილება ჩატარდა თანამშრომლების წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. რეორგანიზაციის შემდეგ გადაყვანილი თანამშრომლები საქართველოს რკინიგზამ უზრუნველყო შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით და ტრანსპორტირებით. თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სს ”საქართველოს რკინიგზამ” გამოყო საკლასო (კუპირებული) ვაგონები, რომლებიც აღჭურვილია ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საშუალებით (ცივი-ცხელი წყალი, საშხაპეები, გასახდელი), რაც დაადასტურა ჩვენს მიერ ორგანიზებულმა მედიატურმა. სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა ტრანსპორტირება კი ხორციელდება რკინიგზის ძალებით, ჩვენივე ტრანსპორტით.

4. სს ”საქართველოს რკინიგზისთვის” ძვირფასია ყველა თანამშრომელი, აფასებს მათ მრავალწლიან შრომასა და პროფესიონალიზმს. შესაბამისად, უ.ხვთისიაშვილს მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ. ამ მიზნით კომპანიამ მესამე (8, 14 და 21 აგვისტოს) წერილი-შეთავაზება გაუგზავნა ბატონ უ.ხვთისიაშვილს და 1 სექტემბრამდე მისცა ვადა (გონივრული) გადაწყვეტილების მისაღებად.

5. სს ”საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაცია იძულებულია გამოეხმაუროს ბატონი ირაკლი პეტრიაშვილის ტელეინტერვიუს, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება კახეთის განშტოების დახურვა. განვმარტავთ, რომ კახეთის უბანზე მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები შესრულდა და შეუფერხებლად ვახორციელებთ სატვირთო გადაზიდვებს (დედოფლისწყარო-რუსთავის მიმართულებით კირქვის გადაზიდვა). შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და სს ”საქართველოს რკინიგზა” მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს კახეთის უბანზე საოპერაციო საქმიანობას.

6. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის, ასევე, პროფკავშირების გაერთიანების რიტორიკა, სამწუხაროდ, გასცდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სასურველ ცივილურ ურთიერთობებს. ნაცვლად ამისა, გვესმის განცხადებები არასამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებსა და სხვადასხვა პოლიტიკური ულტიმატუმების შესახებ. ეს ყოველივე აშკარად პოლიტიკურ ელფერს იძენს და შესაბამისად, არ წარმოადგენს სს ”საქართველოს რკინიგზის” ინტერესების სფეროსა და კომპეტენციას.

7. სს „საქართვე;ლოს რკინიგზა“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აწარმოოს დიალოგი ნებისმიერმიერ თანამშრომელთან როგორც პირდაპირი გზით, ასევე სახელმწიფო მედიაციის პირობებში მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება შრომით ურთიერთობებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100