სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რუსეთის მკვდარი სული“ - The Wall Street Journal სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს

ვლადიმირ პუტინის ეპოქა ზოგჯერ გვაიძულებს ნიკოლოზ გოგოლის გახსენებას, რომელიც აბსურდული და მკაცრი სოციალური ყოფის კრიტიკოსი იყო, – წერს The Wall Street Journal სარედაქციო სტატიაში. „შემდეგი თავი: ის ფაქტი, რომ მოსკოვში პროკურატურამ განცხადება გაავრცელა გადასახადების დამალვასა და თავის არიდებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების განახლების შესახებ, რომლის მთავარი ფიგურა ორი წლის წინ გარდაცვლილი ბიზნესმენი სერგეი მაგნიტსკია“, – წერს გამოცემა. მაგნიტსკის საქმეს გაზეთი „კანონისა და ადამიანის უფლებებისადმი რუსეთის დამოკიდებულების ილუსტრაციას“ უწოდებს.

„მედვედევი ამბობს, რომ სურს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია გამოასწოროს, მაგრამ მისმა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ რუსეთს პუტინი მართავს“, – ნათქვამია სტატიაში. „შსს–მ კი ამ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მაგნიტსკის საქმეში პოლიციელთა ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – წერს გამოცემა.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100