დონალდ ტრამპი ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას გეგმავს
ტელეკომპანია CBS-მა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუს ანონსი გაუშვა, სადაც ტრამპი შტატებიდან 3 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას აპირებს. ინტერვიუს სრული ჩანაწერი ძალიან მალე გავრცელდება, თუმცა მანამდე ანონსიდან იმასაც ვიგებთ, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვართან დიდი კედელი აღიმართება.
კომენტარი