სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დრონი.ჯი“-ს აქტიური მკითხველის ლექსი: „დღეს ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება დაასამარა...“

უკომენტაროდ გთავაზობთ „დრონი.ჯი“-ს აქტიური მკითხველისა და კომენტართა ველის ხშირი სტუმრის, antibiotiki ნიკით მპოსტავი მომხმარებლის ლექსს, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბერსაა დაწერილი.

სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,

და გამყიდველი ნათესავია,

მუხათგვერდელო! ვისთვის იბრძოდი?

დაწიე ხმალი,თუ გიკავია.

სადაც ამდენი მტერს შესციცინებს

და მისგან მადლის მათხოვარია,

აღარ მინდოდეს იქ ქართველობა,

გამოვიცვალო,დროა, გვარია.

სადაც ნორმაა საკუთარ კარში

მტრის გასახარად გოლის გატანა,

სადაც ეშმაკის არის შაბაში

და მეჯლისს უძღვის ვოვას სატანა.

სადაც ამდენი ფულის მონაა,

სადაც ამდენი გამყიდველია,

მუხათგვერდელო! მე შენს საფლავთან

დღეიდან მოსვლის უკვე მრცხვენია.

სადაც ვირია მომღერალი და

სადაც ჯვარს აცვამს ხატებს ურია,

იქ დაბრუნება, ძმებო, დღეიდან

არც მიხარია და არც მწყურია.

რაც გავიარეთ,სისხლით გვივლია

და არსად იყო გზა იოლია.

მუხათგვერდელო! ნუღარ ადგები ,

ზღვას პინგვინი სვამს, განა თოლია?

სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,

სადაც ამდენი ფულის ხამია,

იქნებ არ ღირდა ამ სამშობლოსთვის

მოგერგო მსხვერპლის მოსასხამია.

სადაც ამდენი ვირიშვილია,

სადაც სიმღერას ჰქვია ყროყინი,

სადაც საამოდ ყურთსასმენია

პანტით გამძღარი დათვის ბლოყინი.

ისევ დათვია ჩვენი ბაბა და

ისევლე "ურა", ისევ "ლეპუტა"

მომავალი კი პინგვინთპინგვინმა

ჩაყლაპა, „მიაგიტლერკაპუტა“.

ისევ ამოდის მზე ჩრდილოეთით,

ისევ დათვია ჩვენი ბაბა და

არ იბადება ალგეთს ლეკვები

დათვის ბელებმა მიალამბადა.

რად გინდა ჯვარი, თუ არ ანათებს,

იმისი მადლი სულში ლამპრადა,

ბოდიში დედებს!!!! საქართველოსთვის

მუხათგვერდელი ვინაც დაბადა.

ვაი, შენ ჩემო დიდო ილიავ,

შოთა, აკაკი, ვაჟავ, საბავ და

ქართული სული რუსულ ოცნებას

გადავაყოლეთ... წუხელ ჩაბარდა.

რაც არის, არის...რაც გვითესია

მოვიმკით ხვალე, არ ღირს დავა და

დღეს საქართველო ფურთხის ღირსია,

დღეს საქართველო მუხლზე დავარდა.

დღეს პინგვინებმა ივერის ცაზე

არწივის ნაცვლად შეჰკრეს კამარა,

და ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება

კიდევ ასი წლით დაასამარა.

ერთმა პინგვინმა ტაძრის სანაცვლოდ

მთლად საქართველო დღეს დაიადა

და შესაკრებთა გადანაცვლებით

ლენინიადობს პინგვინიადა.

არც არჩევანი, არც არადანი,

ისევ მონობის შეიქმნა ნება

შემოდგომას კვლავ მოსდევს ზამთარი,

გაზაფხული კი აღარ იქნება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100