ექიმის კომენტარი: გიორგი ლომინაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული
ქუთაისის შემოვლით გზაზე
დაშავებული მორაგბეები
ქუთაისში, ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში
აგრძელებენ მკურნალობას.
როგორც მკურნალმა ექიმმა მაია რუხაძემ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო საქართველოს ჩემპიონის,
"ლელოს"
მორაგბე გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მედია-საშუალება ავრცელებს.
"კვირიკაშვილის
მდგომარეობა
მსუბუქია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. რაც შეეხება ლომინაძეს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს",- აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ,
რომ ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი