სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს უარყოფს
რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია მაესტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის #6 საპყრობილეში პატიმარი წამებით მოკლეს.
ტელეკომპანია მაესტრო იუწყებოდა, რომ მათ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს, პატიმარი კი გვარდ წიგნაძე გახლდათ.
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებას კატეგორიულად უარყოფს.
სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, მათ ტელეკომპანია „მაესტროზე“ გავრცელებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაამოწმეს, ეს ყოველივე კი დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
კომენტარი