სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი, რომელიც აღმაშენებელზე სროლის დროს ყელში დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, გაურკვეველ ვითარებაში დაჭრილი 60 წლის მამაკაცი თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივებმა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილი ავტოავარიაში მოყვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გიშინვე დაიწყო.

გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100