სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა, რომ "ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ" არ შეესაბამება სიმართლეს - ნახეთ, რა მოჰყვა ამ ფრაზის გავრცელებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტ გამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. საუბარია აღნიშნული გამოცემის მიერ გავრცელებულ ფრაზაზე – რომ „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ“.

განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა, რომ "ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ" არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100