სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

flydubai 11.4 მილიარდი დოლარის ღირებულების ბოინგ737-ის ტიპის ხომალდებს შეიძენს

ერთ–ერთი უმსხვილესი გარიგება ახლო აღმოსავლეთის ავიაციის ისტორიაში

დუბაის ეარშოუზე ავიაკომპანია flydubai–მ ბოინგისგან 111 ხომალდის შეკვეთაზე გააკეთა განაცხადი. შეკვეთა 100 ბოინგ 703 MAX–ის და 11 ბოინგ 737-800s NG–ის (Next-Generation Boeing 737-800s) შეძენას ითვალისწინებს. 4,5 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო შეექმნა ერთ–ერთი მსხვილი სამარშრუტო ქსელი, რომელიც 65–ზე მეტ მიმართულებას მოიცავს და რომლის ავიაპარკიც უკვე 33 ბოინგ 737-800–სგან შედგება. 2008 წელს გაკეთებული შეკვეთა 50 ხომალდზე სრულად 2015 წლისთვის დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მოღვაწეობის მესამე წელს კომპანია მოგებაზე გავიდა. მგზავრთა მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე კი გადამზიდავს ახალი სერვისიც დაემატა, რაც ბიზნე–კლასის სერვისს გულისხმობს.

მისმა აღმატებულება შეიხ აჰმედ ბინ საედ ალ მაქტოუმ, ავიაკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა განაცხადა: „2008 წელს კომპანია ბოინგში flydubai–მ 50 ბოინგ 737–800–ს შეკვეთა გააკეთა. 4,5 წლის შემდეგ კი გაკეთებული ახალი განაცხადი 111 მოდელის შესყიდვის თაობაზე ნიშნავს flydubai–ს ბიზნეს მოდელის კიდევ უფრო გაძლიერებას და შეუზღუდავ შეასაძლებლობას დაუკავშიროს დუბაი ჯერ კიდევ აუთვისებელ რეგიონებს. თავის მხრივ კომპანია აგრძელებს ინვესტირებას არაბეთის გაერთიანებული საამირატოების ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებაში, რომელიც მსოფლიო ავიაციის ცენტრად მიიჩნევა“. ხომალდის მოდელის არჩევის კომენტარებისას შეიხ აჰმედმა დაამატა: „ დღევანდელი გადაწყვეტილება, შევიძინოთ ბოინგ 737 MAX, ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უმსხვილესი შეთანხმებაა ასეთი ტიპის ვიწრო კორპუსიანი მოდელების შეძენაზე, რაც ხელს შეუწყობს flydubai-ს მიმდინარე განვითარების კიდევ უფრო ხელშოწყობას“.

პირველი ხომალდ Next-Generation Boeing 737-800s–ს ავიაკომპანია 2016–2017 წლისთვის ელოდება, ხოლო ბოინგ 737 MAX უკვე 2017 წლის მეორე ნახევრიდან 2023–მდე იქნება მიწოდებული. Next-Generation Boeing 737-800s და Boeing 737 MAX ერთ–ერთ ყველაზე საიმედო და ეფექტურ ვიწრო–კორპუსიან მოდელებს წარმოადგენენ, რომლის შესყიდვითაც ავიაკომპანია გაამყარებს flydubai–ს ზრდის პროცესს“.

“ეს შეკვეთა მნიშვნელოვანია კომპანია ბოინგისთვის“– განაცხადა რაი ქონერმა Boeing Commercial Airplanes-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „ეს არა მხოლოდ ყველაზე დიდი შეკვეთაა ასეთი ტიპის ხომალდების შეძენაზე ახლო აღმოსავლეთის მაშტაბით, არამედ რაც მთავარია ეს შეთანხმება ხაზს უსვამს დიდ ნდობას ჩვენი კომპანიისადმი. ჩვენ ბედნიერები ვართ ავიაკომპანიის სურვილით ავია ფლოტი სწორედ ბოინგის ხომალდებით შეავსოს. მოუთმენლად ველით უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა და დავინახოთ ის დიდი როლი, რასაც Next-Generation 737-800s და 737 MAX შეასრულებს flydubai–ს მომავალი გეგმების განხორციელებაში.”

2013 წელს კომპანიამ 16 ახალი მიმართულება დაამატა, ასევე გაზარდა სიხშირეთა რაოდენობა კომპანიის რამოდენიმე მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100