ასე დაემშვიდობა ლევან ჯავახიშვილი ტელეკომპანია იმედს
ჟურნალისტი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ლევან ჯავახიშვილი ტელეკომპანია იმედს ემშვიდობება. ვრცელი სტატუსია ჯავახიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
„"იმედი"... არხი რომელიც მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად სულითხორცამდე იმედის ვარ და იმედი ჩემია... აქამდე მხოლოდ სამ ტელევიზიაში მიმუშავია, 1 არხზე 2000-2003წ.წ. იმედი 2003-2007წ.წ. 2009-2012 ისევ 1 არხი, 2013 მე-9 არხი და 2013-2014 ისევ იმედი.
დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ!
მიყვარს ძველი იმედი(2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით.. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა.. მინდა ახლანდელი იმედის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა და სიყვარულში გამოვუტყდე.. მადლობა ქრონიკის გუნდს სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის! მიყვარხართ ბავშვებო! ძალიან გული მწყდება... მაგრამ თქვენი ვარ და ვიქნები სულით და გულით! გეფერებით თითოეულს!
განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს.. თქვენ ჩემო ძვირფასებო, ადამიანებო რომლებმაც იმდენი სითბო მომეცით რომ ამ სითბოს ვატარებ გულში ახლაც...
ერთმანეთს ახალ არხზე TVS-ზე შევხვდებით, რომელიც ჯერ ფეხს იდგამს და ვიმედოვნებ რომ ვიმეგობრებთ!
მეამაყება ჩემი "იმედი"... ძველი იმედი და ახლანდელი! მეამაყება და მენატრება მაყურებელი, რომელსაც ბოდიშს ვუხდი... ბოდიში თუ ოდესმე გაწყენინეთ რამით ან იმედი გაგიცრუეთ! მიყვარხართ და მენატრებით! თქვენი ლევან ჯავახიშვილი“ - წერს ტელეწამყვანი.
კომენტარი