სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზღაპარში“ შეთხზული ზღაპრები, რომლებიც არ ახდა

შსს-მ მორიგი ოპერატიული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ბადრი ბიწაძე, გია უჩავა, ირაკლი ბათიაშვილი და ბიწაძის სხვა მეგობრები დომინირებენ. ორ ნაწილად გავრცელებულ ვიდეომასალაში აღწერილია „შეფიცულების“ სამოქმედო გეგმა, ასევე დასახელებულია იმ აქტივისტთა და მომხრეთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც ხელკეტების გარდა, სპეციალური რკინის ბურთულების სასროლად საგანგებოდ დამზადებული შურდულები უნდა დარიგებოდათ. თბილისში მიმდინარე აქციიის დროს კი საუბარი იყო დიდი რაოდენობით „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებასა და სპეცრაზმის წინააღმდეგ გამოყენებაზე.

„ბათუმში უფრო გავქაჩავთ“; „მთავარი ამათი სპეცდანიშნულების რაზმია“; „მოლოტოვის კოქტეილებით“ დედა უნდა მოვ...ათ“; - ასეთი ფრაზები ისმის 8 მაისს, რესტორან "ზღაპარში" გადაღებულ ფარულ ჩანაწერში.

კადრში ისმის, სავარაუდოდ, ირაკლი ბათიაშვილის ხმა, რომელიც ამბობს: „ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს აი ეს შეფიცულები. ამას კიდევ შეიძლება დაემატოს სხვა ჯგუფები. და როცა არის ეს ანანგარდი და მის უკან დგას ხალხის მასა, ეს მასა იქცევა საშინელ ძალად“.

კადრების მეორე ნაწილი „სახალხო კრების“ ოფისშია გადაღებული: როგორ ურიგებენ ფულს პიროვნებებს ჯგუფების შესაქმნელად და როგორ გადიან რეპეტიციებს „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად.

უჩავას ჩვენების თანახმად, "შეფიცულებს" პლასტმასის ხელკეტების გარდა, "მოლოტოვის კოქტეილები" და "რაგატკები" უნდა გამოეყენებინათ, რომლებიც რკინის ბურთებს ისვრის, ამასთან, სამართალდამცველებზე თავდასხმები და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდევა ევალებოდათ.

დაკავებულის განცხადებით, "მოლოტოვის კოეტქილებისა" და "რაგატკების" გამოყენების იდეა ბადრი ბიწაძეს ეკუთვნოდა და მასვე უნდა აეღო პასუხისმგებლობა 23 მაისიდან ამ ძალების მართვაზე.

უჩავას ჩვენების თანახმად, სწორედ ბადრი ბიწაძისგან შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა დამატებითი, ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ძალა.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა უარყო ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ დაკავებულებს, დაახლოებით 90 აქციის მონაწილეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ედება ბრალად. „ამ ბრალდებით ჯერჯერობით, დაკავებული არავინ არ არის, თუმცა, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100